კასორლა უმძიმესი ოპერაციის შემდეგ - იხილეთ ფოტოკოლაჟი
Aa
Aa

კასორლა უმძიმესი ოპერაციის შემდეგ - იხილეთ ფოტოკოლაჟი

ლონდონის "არსენალის" ესპანელი ნახევარმცველი სანტი კასორლა უკვე დიდი ხანია ტრავმირებულია. ფეხბურთელი, საერთოდ ფეხის ამპუტაციას გადაურჩა.

საქმე იმაშია, რომ ფეხზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ინფექცია შეიჭრა და კინაღამ განგრენა გამოიწვია.

როგორც ცნობილი გახდა, კასორლას ფეხის მყესის 8 სანტიმეტრი ამოაჭრეს მისი მოედანზე დაბრუნება კი არა, საერთოდ ფეხზე დადგებოდა, თუ არა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

ფეხბურთელის ექიმებს მოუხდათ, რომ ფეხზე გადასანერგი კანი მისი მკლავიდან ამოეჭრათ. ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც კასორლას საკუთარი შვილის ტატუ ჰქონდა გაკეთებული.

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ამჟამად, ესპანელი რეაბილიტაციის კურსს გადის და დარბაზში ვარჯიშობს.

რა თქმა უნდა, მოედანზე დაბრუნების ვადები არ არსებობს, თუმცა თავად ფეხბურთელს ამის დიდი სურვილი აქვს და იანვრისთვის თამაშსაც გეგმავს.

იმედი ვიქონიოთ, რომ 32 წლის სანტი კასორლა მწვანე მინდორს კვლავ დაუბრუნდება და "არსენალის" მაისურით თამაშს ისევ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები