Aa
Aa

"მილანმა" მონტელას ულტიმატუმი წაუყენა!

"მილანის" გულშემატკივრებს გუნდის უსახური ფეხბურთის ყურება და ყოველი სეზონის ბოლოს იმედგაცრუება მობეზრდათ. "როსონერის" ქომაგებს მთავარი მწვრთნელის ვინჩენცო მონტელას განთავისუფლება და წესიერი ტრანსფერების გაკეთება სურთ.

იტალიურმა პრესამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "მილანის" ხელმძღვანელებმა მონტელას 2 მატჩიანი ვადა მისცეს, რის შემდეგაც მისი ბედი გაირკვევა.

თუ, უახლოეს ორ შეხვედრას "მილანი" ვერ მოიგებს, გუნდი უმწვრთნელოდ დარჩება და მოახლოებული სანაკრებო პაუზის დროს ახალი თავკაცის მოსაძებნად დაახლოებით 10 დღე ექნებათ.

ზემოხსენებული ორი მატჩიდან ერთი, "როსონერიმ" უკვე ფრედ (0-0) დაასრულა. იტალიელებმა ევროპის ლიგაზე ათენში "აეკის" დამარცხება ვერ მოახერხეს.

მომდევნო მატჩი "მილანს" სერია A-ში ელის. მონტელას გუნდი სტუმრად "სასუოლოს" შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ "როსონერი" ჩმპიონატში 11 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები