Aa
Aa

"ზიდანმა ახლა"... - ლინეკერმა "რეალს" კიდევ ერთხელ დასცინა

"ტოტენჰემისა" და "რეალის" გუშინდელი მატჩისას გარი ლინეკერმა ზინედინ ზიდანსა და კარიმ ბენზემას კიდევ ერთხელ დასცინა.

"ალის დუბლმა ანგარიში 2:0 გახადა. რა თქმა უნდა, დროა ზიდანმა მოედანზე ბენზემაც გამოიყვანოს". - დაწერა "ტვიტერზე" ლინეკერმა.

ამ დროს ბენზემა ძირითადში იყო და იგი მოედნიდან 73-ე წუთზე გაიყვანეს.

ლინეკერის დაცინვის ობიექტი "რეალი" და ბენზემა პირველად არ გამხდარან. მან რამდენიმე თვის წინ ბენზემას გადაფასებული ფეხბურთელი უწოდა და მაშინაც ირონიული პოსტები გამოაქვეყნა.

აი "სამეფო კლუბი" კი ლინეკერს არასდროს უყვარდა. იგი 1986-89 წლებში "ბარსელონას" შემადგენლობაში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები