საკის ლეგენდარული
Aa
Aa

საკის ლეგენდარული "მილანის" ფეხბურთელი მოულოდნელად გარდაიცვალა

არიგო საკის პერიოდის "მილანმა" 1988-89 და 1989-90 წლების სეზონებში "ჩემპიონთა თასი" ზედიზედ ორჯერ მოიგო და იგი დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მიიჩნევა.

იმდროინდელი "როსონერის" წევრი სტეფანო სალვატორი გუშინ საღამოს მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი 49 წლისა იყო.

სალვატორი ამპლუით ნახევარმცველი იყო და "მილანის" რიგებში 1986-87 და 1989-90 წლების სეზონებში გამოდიოდა.

სხვა გუნდებთან ერთად, მას კარიერის მანძილზე "პარმაში", "ფიორენტინასა" და შოტლანდიურ "ჰართსშიც" უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები