სერბეთი ვლადიმერ ვაისის მიწვევას გეგმავს
Aa
Aa

სერბეთი ვლადიმერ ვაისის მიწვევას გეგმავს

სლოვაკური სპორტული ვებ გვერდის Sport.sk-ს ინფორმაციით, სერბეთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე, შესაძლოა ვლადიმერ ვაისი გაუძღვეს.

რამდენიმე დღის წინ, სერბეთის ფებხურთის ფედერაციამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და მთავარ მწვრთნელ სლავოლიუბ მუსლინთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან მუსლინმა ნაკრებს საკვალიფიკაციო ჯგუფი მოაგებინა და მუნდიალის საგზური პირდაპირ მოუტანა.

როგორც წყარო წერს, სერბები საქართველოს ნაკრების თავკაცის ვლადიმერ ვაისის კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ფებხურთის ფედერაციამ განცხადება გააკეთა, რომ ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება იგეგმება.

ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები