Aa
Aa

"ბარსა" შკრინიარსა და კულიბალიზე ფიქრობს

კატალონიური Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბარსელონამ“ თვალი სერია A-ს ორ გამორჩეულ ცენტრალურ მცველ მილან შკრინიარსა და კალიდუ კულიბალის დაადგა.

როგორც ცნობილია, „ბარსა“ ზამთარში დაცვის ცენტრის გაძლიერებას აპირებს და სხვებთან ერთად აღნიშნულ ფეხბურთელთა ტრანსფერზეც იფიქრებს.

შკრინიარი „ინტერში“ შესანიშნავ სეზონს ატარებს. ის „ნერაძურიში“ რამდენიმე თვის წინ გენუის „სამპდორიადან“ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

კულიბალი კი რამდენიმე სეზონია „ნაპოლის“ დაცვის მთავარი კაცია და მისით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება.

კატალონიური გამოცემა ასევე წერს, რომ „ბლაუგრანას“ კიდევ ერთი ვარიანტი გერმანული „ლაიფციგის“ ტალანტი დაიო უპამეკანოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები