ნაინგოლანმა “რომასთან” გაახანგრძლივა
Aa
Aa

ნაინგოლანმა “რომასთან” გაახანგრძლივა

“რომას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა.

გასულ სეზონში ფეხბურთელმა 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2014/15 წლების სეზონში 18-დან 24 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები