კასილიასის მშობლები: “იკერს წასვლა პერესმა აიძულა”
Aa
Aa

კასილიასის მშობლები: “იკერს წასვლა პერესმა აიძულა”

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის იკერ კასილიასის მშობლებმა ხოსე ლუისმა და მარი კარმენმა EL Mundo-სთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათი შვილს კლუბის პრეზიდენტი ცუდად ექცეოდა, მას შემდეგ რაც ესპანელი “სამეფო გუნდის” სათავეში 2009 წელს მეორედ მოვიდა.

“იკერ წინადადებაზე დათანხმება მოუწია, რადგან იგი ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიდა. კლუბში სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით ცუდად ექცეოდნენ. იგი წლების განმავლობაში იტანჯებოდა. ფლორენტინო მას რიყავდა, რადგან იკერს “რეალში” კარიერის დასრულება სურდა. იკერის სტატუსის მქონე ფეხბურთელისთვის “პორტუ” მესამე დონის გუნდია. მსოფლიო ჩემპიონი პორტუგალიაში სათამაშოდ სამუდამოდ არ წასულა.” – განაცხადა მარი კარმენმა.

მას შემდეგ, რაც “რეალმა” იკერის კლუბიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას ტრანსფერის განხორციელების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები