ლევანდოვსკის მორიგი განცხადება - პოლონელი კვლავ უკმაყოფილოა
Aa
Aa

ლევანდოვსკის მორიგი განცხადება - პოლონელი კვლავ უკმაყოფილოა

სეზონის დაწყებამდე რობერტ ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" სატრანსფერო პოლიტიკა საჯაროდ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გუნდს გაძლიერება ესაჭიროება.

პოლონელი ფეხბურთელის ეს განცხადება, "ბაიერნის" ბოსებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ და ლევანდოვსკი გუნდის გენერალურმა დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ მკაცრად გააფრთხილა, რომ კლუბის საჯაროდ გაკრიტიკების უფლება არავის აქცს. ყველა ვინც ამას გააკეთებს, საქმე მასთან ექნებათ.

დღეს კი პოლონელმა მორიგი საჯარო განცხადება გააკეთა: "გუნდს სჭირდება ფორვარდი, რომელიც ასეთ რთულ სიტუაციებში ძირითადში ითამაშებს. წლევანდელ სეზონში, თითქმის ყველა მატჩში მოედანზე 90 წუთის გატარება მომიხდა. ამის ფონზე გასაკვირი არ გახლავთ, რომ ტრავმა მივიღე. იმედი მაქვს, "სელტიკთან" შეხვედრამდე გამოჯანმრთელებას მოვასწრებ."

იუპ ჰაინკესის მოსვლის შემდეგ "რეკორდმაისტერი" ნელ-ნელა ძველ ფორმას იბრუნებს და უკვე ბუნდესლიგის ცხრილის სათავეშიც იმყოფება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გამოხმაურება მოჰყვება ლევანდოვსკის ამ კომენტარს. გერმანული პრესა აქტიურად წერს, რომ სეზონის ბოლოს ის გუნდს დატოვებს და "რეალს" შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები