10 წლის შემდეგ პირველად!
Aa
Aa

10 წლის შემდეგ პირველად! "მანჩესტერის" საოცარი შედეგი საკუთარ კედლებში

პრემიერლიგის მე-10 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლა და ენტონი მარსიალის გოლის წყალობით მძიმე ბრძოლაში გამარჯვება (1-0) მოიპოვა.

მოურინიოს გუნდს წლევანდელ სეზონში საოცარი მაჩვენებელი აქვს. "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული 5 მატჩიდან "წითელმა ეშმაკებმა" ხუთივე მოიგეს, გაიტანეს 15 გოლი და არცერთი გაუშვიათ.

"მანკუნიანელებმა", ასეთი რამ ბოლოს 10 წლის წინ მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს. ისინი თანაქალაქელ "სიტის" 5 ქულით ჩამორჩებიან.

აქვე გეტყვით, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს მომდევნო ტურში ურთულესი შეხვედრა ელის. მათ "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისთან" დაპირისპირება მოუწევთ.

ცხელი ამბები