ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მესამედ მოიგო
Aa
Aa

ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მესამედ მოიგო

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ტურნირის ფინალში დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონი შვეიცარიელი როჯერ ფედერერი 7:6. 6:7, 6:4, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 56 წუთს გაგრძელდება.

შეხვედრის პირველი ორი სეტის ბედი ტეი-ბრეიკზე გადაწყდა, პირველ პარტიაში სერბმა 7:1 იმარჯვა, მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე ნოლე 6:3 იგებდა, თუმცა როჯერმა 3 სეტ-პოინტი გადაარჩია და საბოლოოდ 12:10 მოიგო. მესამე სეტის მოსაგებად ნოვაკს ერთი ბრეიკი ეყო, ხოლო მეოთხეში ბალკანელმა ორი ბრეიკით მოიგო. კარიერაში ჯოკოვიჩმა უილმბლდონის ტიტული მესამედ აღმართა (2011, 2014, 2015). სულ ჯოკოვიჩს დიდი სლემის 9 ტიტული დაუგროვდა.

ნოლემ 13 ეისი ჩააწოდა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ფედერერს 14 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. 148 გათამაშება სერბის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 138 – ფედერერის.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერი დაამარცხა (6:7, 6:4, 7:6, 5:7, 6:4).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები