კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა - ესპანეთის მთავრობა კი...
Aa
Aa

კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა - ესპანეთის მთავრობა კი...

1 ოქტომბერს, კატალონიაში დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობის უმეტესობამ ესპანეთისგან გამოყოფას მხარი დაუჭირა. თავის მხრივ, ესპანეთის მთავრობამ შედეგები უკანონოდ სცნო და არ აღიარა.

დღეს კი კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფა ოფიციალურად გამოაცხადა. 70 დეპუტატმა დეკლარაციის დამტკიცებას მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ 10 მათგანი იყო, ხოლო ორმა თავი შეიკავა.

ესპანეთის ცენტრალური მთავრობა კატალონიის რეგიონისთვის ავტონომიის გაუქმებას გეგმავს და ამისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყეს.

"ბარსელონას" ბორდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ისინი ლა ლიგას არცერთ შემთხვევაში არ დატოვებენ. უკვე დადასტურდა, რომ კატალონიის ფეხბურთის ფედერაცია ესპანეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები