Aa
Aa

"ჩელსი" გახმაურებულ ტრანსფერს ამზადებს!

ლონდონის „ჩელსი“ ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს და ამისთვის სოლიდური თანხის გადახდასაც გეგმავს.

Dailystar-ის ცნობით, ანტონიო კონტეს მადრიდის „ატლეტიკოს“ ესპანელი ნახევარმცველის საულ ნიგესის შეძენა სურს და ამისთვის 71 მილიონი ფუნტის შეთავაზებასაც გეგმავს.

22 წლის საული ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა. მისი შეძენა ბევრ გუნდს სურს. ზაფხულში დიდ ინტერესს იჩენდა „ბარსელონა“, თუმცა „როხიბლანკომ“ თავიანთი ერთ-ერთი სკავანძო მოთამაშე არ დათმო.

როგორც წყარო ამბობს, ანტონიო კონტე საულის დიდი თაყვანისმცემელია და სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნაა, რომ ესპანელი „სტემფორდ ბრიჯზე“ გადმობარგდეს.

ნიგესმა „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი ზაფხულში გაახანგრძლივა და ამჟამად, მისი გამოსასყიდი ღირებულება 134 მილიონი ფუნტია.

„არისტოკრატებს“ ტრანსფერის განხორციელება გაუჭირდებათ, რადგან ფეხბურთელის გაშვება თავად დიეგო სიმეონეს არ სურს.

ესპანელი შუახაზელი მადრიდელთა ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 161 შეხვედრაში 23 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები