კასილასი
Aa
Aa

კასილასი "ლივერპულში" გადასვლასთან ახლოსაა

"პორტუს" ესპანელმა გოლკიპერმა იკერ კასილასმა, შესაძლოა კარიერა "ლივერპულში" გააგრძელოს.

El Pais-ის ცნობით, "დრაკონები" კასილასთან ხელშეკრულების გაწყვეტას გეგმავენ და მზად არიან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემოთავაზებები მიიღონ.

როგორც ესპანური გამოცემა წერს, "ლივერპული" მეკარეს აუცილებლად შეიძენს, რადგან მინოლესა და კარიუსის ასპარეზობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აქედან გამომდინარე, "მერსისაიდელები" "რეალის" ლეგენდასთან შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

დიდი შანსია, რომ იანვარში 36 წლის იკერ კასილასი "ენფილდზე" ვიხილოთ.

შეთანხმების მიღწევის ალბათობა საკმაოდ დიდია. "პორტუში" იკერის ყოველწლიური ხელფასი 5 მილიონი ევროა. გუნდს სურს, რომ სახელფასო ბიუჯეტი შეამციროს და ამისთვის მზად არიან ესპანელ გოლკიპერს შეელიონ.

აქვე გეტყვით, რომ იკერი ამჟამად საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება. პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებული 8 ტურის შემდეგ, მან კარი მშრალად 6 შეხვედრაში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები