Aa
Aa

"ტოტენჰემს" "აიაქსის" ორი ტალანტის დამატება სურს

ლონდონის "ტოტენჰემი" შემადგენლობის გაახალგაზრდავებას გეგმავს და ამისთვის ამსტერდამის "აიაქსის" ორი ჰოლანიდელი ტალანტი ჰყავს შერჩეული.

18 წლის ვინგერი ჯასტინ კლუივერტი და 20 წლის ნახევარმცველი დენი ვან დე ბეეკი "დეზების" ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

მაურისიო პოჩეტინოს, ზემოხსენებული მოთამაშეების დამატება ზამთრის სატრანსფერო ჯანჯრის დროს სურს.

ლეგენდარული პატრიკ კლუივერტის შვილი ჯასტინი, ამსტერდამელთა ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 32 შეხვედრაში 2 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა.

ვან დე ბეეკი "აიაქსს" 2015 წელს შეუერთდა. შუახაზელის მონაგარი 55 შეხვედრაში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები