Aa
Aa

"რეალი" და ლევანდოვსკი რეალურია!

ესპანური AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე "რეალი" მინიმუმ ერთი მოთამაშის შეძენას გეგმავს და ამისთვის რამდენიმე კანდიდატი უკვე ჰყავს.

პრიორიტეტი რა თქმა უნდა, ჰარი კეინი იქნება, თუმცა მადრიდელებს ინგლისელი ფეხბურთელი 250 მილიონი ევრო დაუჯდებათ და ეს ფაქტი ტრანსფერს აფერხებს.

ლევანდოვსკის სეზონის ბოლოს "ბაიერნიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებენ. როგორც მოგეხსენებათ, პოლონელმა ფორვარდმა მიუნხენელთა სატრანსფერო პოლიტიკა საჯაროდ გააკრიტიკა, რის შემდეგაც გუნდში მისი პოზიციები საგრძნობლად შეირყა.

"რეალი", ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. ზაფხულში ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის პოლონელი ფორვარდი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. 162 შეხვედრაში მის ანგარიშზე 123 გოლი და 31 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები