საგა სრულდება?
Aa
Aa

საგა სრულდება? "ლივერპულსა" და "ბარსელონას" შორის შეთანხმება არსებობს!

როგორც ჩანს, "ბარსელონა" საწადელის ასრულებასთან საკმაოდ ახლოსაა.

ESPN-მა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. "ბარსას" წარმომადგენლები ლონდონში იმყოფებოდნენ, სადაც "უემბლიზე" "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" შეხვედრას დაესწრნენ.

რა თქმა უნდა, კატალონიელთა ყურადღება პირველ რიგში ფელიპე კოუტინიოსკენ იყო მიპყრობილი.

როგორ გავლენიანი გამოცემა წერს, "მერსისაიდელები" მზად არიან, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეელიონ.

რატომ ასე მარტიად? როგორც Mirror-ი და The Sun-ი იუწყება, ესპანელებსა და ინგლისელებს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს. "ლივერპული" პრემიერლიგაში 13 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 12 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნაადრევად ჩამოშორდა. ამ გარემოების გათვალისწინებით კლუბი მზადაა, რომ კოუტინიოს წასვლის უფლება იანვარშივე მისცეს.

ამ ფაქტის შესახებ ერთი თვის წინაც დაიწერა. "მერსისაიდელთა" მფლობელი კომპანია Fenway Sports Group-ი მზად არის, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში შანსების შემცირების შემთხვევაში "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკებების პროცესი გაამარტივოს.

რამდენიმე კვირის წინ თავად კლოპმაც განაცხადა, რომ თუ ფეხბურთელს "ბარსელონაში" გადასვლა სურს, ამაში ცუდი არაფერია.

პრესაში იწერება სავარაუდო თანხაც, რომელსაც ინგლისური მხარე მიიღებს. საუბარია 80 მილიონ ევროზე, რომელსაც ბონუსების სახით 30 მილიონი დაემატება.

"ბარსას" დირექტორის ოსკარ გრაუს ხმამაღალი განცხადების შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. მისი თქმით, გუნდი ფინანსურად საკმაოდ კარგად გამოიყურება და მზადაა, რომ ზამთარში ნებისმიერი მოთამაშე დაიმატოს, მათ შორის კოუტინიოც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები