კაბაიე კარიერას „კრისტალ პალასში“ გააგრძელებს
Aa
Aa

კაბაიე კარიერას „კრისტალ პალასში“ გააგრძელებს

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველმა იოან კაბაიემ, „კრისტალ პალასთან“ 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კარიერას „პრემიერლიგაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ თავად ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

ტრანსფერის კონკრეტული დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება, თუმცა როგორც „BBC“-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ამტკიცებს, „კრისტალ პალასს“ ფრანგი ნახევარმცველის შეძენა 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. ბონუსების სახით კი, ამ თანხამ შესაძლოა 13 მილიონი შეადგინოს.

გასულ სეზონში კაბაიემ „ლიგა 1“-ში მოედანზე სულ 961 წუთი დაჰყო, საიდანაც მან მხოლოდ 1 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები