Aa
Aa

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "დალასი" გაანადგურა

გამთენიისას NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართა. ზაზა ფაჩულია თავის ყოფილ გუნდს „დალასს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით 133:103 სძლია.

ტრადიციულად ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 14:02 წუთი გაატარა. ამ დროის მანძილზე ფაჩულიამ 2 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ სამიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი სტეფ კარი იყო 29 ქულით. დურანტის ანგარიშზე კი 25 ქულა, 6 გადაცემა და 8 მოხსნაა. კლეი ტომფსონმა შეხვედრა 21 ქულით დაასრულა.

გოლდენ სტეიტი 2 მოგებით და 2 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზე იმყოფება.

 

მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო მემფისმა, რომელიც მესამე მატჩია წაუგებლად ასპარეზობს. ამბებად გრიზლებმა ჰიუსტონის ძლევა მოახერხეს 98-90. შეხვედრაში გადამწყვეტი მომენტი მეოთხე პერიოდი იყო, როდესაც სტუმრებმა მეტოქეს 14 ქულიანი სხვაობით სძლიეს. ტოიოტა ცენტრში საუკეთესო მემფისის ლიდერი მარკ გაზოლი იყო. ესპანელმა ცენტრმა 26 ქულა, 2 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა. ჰიუსტონიდან ჯეიმს ჰარდენი (22 ქულა, 8 პასი, 5 ჩაჭრა და ერიკ გორდონი (21 ქულა, 4პასი და 3 ჩაჭრა გამოირჩნენ.

მემფისი დასავლეთ კონფერენციაში სამი მოიგებით მეორე ადგილს იკავებს, ჰიუსტონი კი მეოთხე პოზიციაზეა.

 

დაძაბული მატჩი ვიხილეთ ეი-ტი-ტი ცენტრში სადაც სან ანტონიომ ტორონტოს უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ სპარსი გუნდის ლიდერების კავაი ლეონარდისა და ტონი პარკერის გარეშე თამაშობდა, გუნდმა მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ტრადიციულად პოპოვიჩმა სწორი ტაქტიკისა და გუნდური თამაშის წყალობით შეძლო ტორონტოს ერთ-ერთი ლიდერის კაილი ლოურის განეიტრალება. გამთამაშებელმა მხოლოდ 8 ქულა ჩააგდო. ტორონტოს დემარ დეროზანმა ულიდერა, თუმცა მისმა 28 ქულამ სტუმრებს ვერ უშველათ.  სან ანტონიოდან საუკეთსო ლამარკუს ოლდრიჯი იყო 20 ქულით.

 

რეგულარული ჩემპიონატის დანარჩენი შეხვედრები ამ შედეგებით დასრულდა:

დეტროიტი - ფილადელფია 86-97

მილოუკი - შარლოტი 103-94

დენვერი - ვაშინგტონი  104-109

ფინიქსი - საკრამენტო 117-115

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები