გიგზი
Aa
Aa

გიგზი "ლესტერსა" და "ევერტონს" განიხილავს

უელსელი სპეციალისტი რაიან გიგზი ლივერპულის "ევერტონისა" და "ლესტერის" გაწვრთნის ვარიანტებს განიხილავს და ამბობს, რომ მისთვის ორივე კლუბი საინტერესო ვარიანტია.

ამჟამად "ლესტერიცა" და "ევერტონიც" მთავარი მწვრთნელის გარეშე არიან - ლესტერშირელებმა კრეიგ შექსპირი რამდენიმე დღის წინ გაუშვეს, ხოლო ლივერპულელებმა რონალდ კუმანის დათხოვნის შესახებ გუშინ გამოაცხადეს.

"ჩემთვის ორივე კლუბი საინტერესო იქნებოდა. "ლესტერი" 2 წლის წინ ჩემპიონი გახდა, "ევერტონი" კი შესანიშნავი გუნდია და დიდებული ისტორია აქვს.

მსურს, რომ კლუბი და ფეხბურთელები განვავითარო, მათთან ერთად ვიმუშავო და ახალ გამოწვევებს შევეჭიდო. 

ვარიანტები მაქვს, როგორც პრემიერ ლიგის, ასევე ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ს კლუბებიდან".

რაიან გიგზს მწირი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. მას 2014 წელს რამდენიმე თვით "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცად უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები