Aa
Aa

"ევერტონმა" კუმანი გაათავისუფლა

ლივერპულის "ევერტონის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანი გაათავისუფლეს.

აღნიშნული ინფორმაცია მერსისაიდული კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

"ევერტონმა" პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდი სტარტი აიღო და 9 ტურის შემდეგ, 8 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება, ხოლო "ევროპა ლიგაზე" 1 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო პოზიციაზეა.

კუმანმა ლივერპულური კლუბი 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მასთან ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები