იტალიური პრესა:
Aa
Aa

იტალიური პრესა: "მილანის" გაწვრთნის მთავარი კანდიდატი გატუზოა!

სრულიად იტალიური პრესა წერს, რომ თუკი "მილანი" კიდევ ერთ შეხვედრაში წაიფორხილებს, ვინჩენცო მონტელას თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

მის შესაძლო შემცვლელებად ვალტერ მაცარი და პაულო სოუზა სახელდებოდნენ, თუმცა ბოლო დღეებია, ამ პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად, "როსონერის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მისი ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი - ჯენარო გატუზო განიხილება.

როგორც ირკვევა, "მილანის" გატუზოსთვის ჩაბარებას სეზონის ბოლომდე აპირებენ, რის შემდეგაც "შავ-წითელთა" ბოსები ახალ ვარიანტზე იფიქრებენ.

ჯენარო გატუზომ სამწვრთნელო კარიერა 2013 წელს შვეიცარიულ "სიონში" დაიწყო, სადაც ის მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ. მას თითო სეზონი "პალერმოსა" და ბერძნულ "ოფი"-ში უმუშავია, ხოლო 2015-17 წლებში "პიზას" მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა.

"მილანი" სერია A-ს მე-9 ტურის შეხვედრას, დღეს, "სან სიროზე", გენუური "ჯენოას" წინააღმდეგ გამართავს. თამაში 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები