ბეგოვიჩს „ჩელსიში“ გადასვლასთან ერთი ნაბიჯი აშორებს
Aa
Aa

ბეგოვიჩს „ჩელსიში“ გადასვლასთან ერთი ნაბიჯი აშორებს

ბოსნიის ეროვნული ნაკრების და “სტოკ სიტის” მეკარე ასმირ ბეგოვიჩი, კარიერას ლონდონის “ჩელსის” რიგებში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „Guardian“ ავრცელებს. “არისტოკრატები” გოლკიპერის შესაძენად 8 მილიონ გირვანქას გაიღებენ. 28 წლის ფეხბურთელი ტიბო კურტუას შემცვლელი იქნება.

აღნიშნულ ტრასნფერში ლონდონის „ჩელსი“ ჰოლანდიელ ნახევარმცველ მარკო ვან გინკელსაც ჩართავს, რომელიც “სტოკში” ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს.

გასულ სეზონში ბოსნიელმა მეკარემ ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები