Aa
Aa

ბეილმა შესაძლოა "ტოტენჰემთან" ითამაშოს

გარეტ ბეილის გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მან დღეს ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, თუმცა სრულ საწვრთნელ პროცესში ჩართვის საშუალება ჯერჯერობით არ აქვს.

არსებული ვარაუდით, უელსელი შემტევი მოედანს ნოემბრის დასაწყისში დაუბრუნდება და შესაძლოა, „ტოტენჰემთან“ 1 ნოემბერს გასამართ შეხვედრაშიც ითამაშოს.

ბეილმა ბოლოს 26 სექტემბერს „დორტმუნდის“ წინააღმდეგ ითამაშა, მას შემდეგ კი რამდენიმე საკლუბო მატჩთან ერთად, უმნიშვნელოვანესი სანაკრებო დაპირისპირებებიც გამოტოვა.

ამჟამად „რეალის“ ლაზარეთში დანი კარვახალი და მატეო კოვაჩიჩი იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები