კვირკველია, კაპელო და რუსეთის ნაკრები -
Aa
Aa

კვირკველია, კაპელო და რუსეთის ნაკრები - "დიახ...შემოთავაზება იყო"

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ, რუსულ sport-express-თან ინტერვიუში ის მომენტი გაიხსენა, როცა ფაბიო კაპელომ მას რუსეთის ნაკრებში თამაში შესთავაზა.

"დიახ, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ასეთი შემოთავაზება იყო. თავიდანვე მესმოდა, რომ საქართველოს ნაკრებში უნდა მეთამაშა. მე ხომ იქ დავიბადე, ამიტომ ვალდებული ვარ ამ გუნდის ფერები დავიცვა. ამ თემასთან დაკავშირებით ეჭვები არ მქონია. ინტერესი ინგლისის პრემიერლიგიდან? მხოლოდ ჭორები იყო. მე არავინ დამკავშირებია."

შეგახსენებთ, რომ კვირკველია "ლოკომოტივის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 32 შეხვედრაში 2 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები