დე იონგმა კაკას
Aa
Aa

დე იონგმა კაკას "მილანში" დაბრუნება მიულოცა!

რამდენიმე დღის წინ, რიკარდო კაკამ განაცხადა, რომ ფეხბურთისგან ისეთივე სიამოვნებას ვეღარ იღებს, როგორც ეს ადრე იყო და სურს, რომ კარიერა დაასრულოს.

დღეს, Premium Sport-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც კაკა შესაძლოა "მილანში" დაბრუნდეს და 6 თვე ითამაშოს.

წყარო ასევე არც იმას გამორიცხავს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მშობლიურ "სან პაულოსაც" შეუერთდეს, სადაც კარიერის პირველი ნაბიჯები გადადგა.

კაკას "მილანში" შესაძლო დაბრუნების ინფორმაციას ერთი ფაქტი ამყარებს. "როსონერის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჰოლანდიელმა ნაიჯელ დე იონგმა, ბრაზილიელს Instagram-ზე შემდეგი კომენტარი დაუწერა: "წარმატებები. შენ საუკეთესო ხარ. უახლოეს მომავალში ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ". დე იონგმა სიტყვა "მომავალში"-ს "მილანის" ფერებში შავ-წითელი სიმბოლოები დაურთო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რიკარდო იზაქსონ ლეიტეს "სან სიროზე" დაბრუნება საკმაოდ რეალურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები