Aa
Aa

"ბარსელონა" "ნაპოლის" ფეხბურთელის შეძენას გეგმავს

"ბარსელონა" შემადგენლობის ფორმირებას გეგმავს და რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

ესპანური Mundo Ddeportivo-ს ცნობით, კატალონიელები "ნაპოლის" სენეგალელი ცენტრალური მცველით კალიდუ კულიბალით ინტერესდებიან.

"ბლაუგრანას" წარმომადგენლები, რობერტ ფერნანდესის ხელმძღვანელობით, "რომასა" და "ნაპოლის" შეხვედრას დაესწრნენ და ფეხბურთელს დააკვირდნენ.

"ბარსა" ლორენცო ინსინიეს შეძენითაც ინტერესდება და სკაუტების ინტერესი იტალიელის მიმართაც იყო.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სენეგალელი უკანახაზელით ლონოდინის "ჩელსიც" ინტერესდება. ინგლისელები მზად არიან, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.

26 წლის კულიბალი ნეაპოლელთა ღირსებას 2014 წლიდან იცავს. "ნაპოლის" მაისურით მან 132 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები