უნიკალური ფაქტი ლა ლიგაში!
Aa
Aa

უნიკალური ფაქტი ლა ლიგაში!

ლა ლიგის მე-8 ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა სევილიაში შედგა, სადაც "ბენიტო ვილამარინზე" "ბეტისმა" "ვალენსიას" უმასპინძლა და 3-6 დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩში 9 გოლი გავიდა, მასპინძლებმა 0-4-დან 3-4-მდე შეამცირეს სხვაობა, გამოსარჩევი მაინც სხვა რამ იყო.

ლა ლიგის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა, რომ გუნდების მიერ გატანილი 9 გოლიდან ყველა მათგანის ავტორი სხვადასხვა ფეხბურთელი გახდა.

ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ეს ფაქტი უახლოეს მომავალში კიდევ განმეორდეს.

საწყისი რვა ტურის შემდეგ, მარსელინიო გარსიას "ღამურები" მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან და ლიდერ "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩებიან.

რაც შეეხება "ბეტისს", კიკე სეტიენის გუნდი 13 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები