დი მარია შესაძლოა „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდეს
Aa
Aa

დი მარია შესაძლოა „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდეს

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ანხელ დი მარია, „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას „Le Parisien“ ავრცელებს.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, 27 წლის სამხრეთამერიკელს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩენა არ სურს, ხოლო პარიზელები მის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან. გარდა ამისა, ისინი მანჩესტერელებს ნახევარმცველ გრიგორი ვან დერ ვილსაც დაუთმობენ.

დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედში” გასულ ზაფხულს, მადრიდის “რეალიდან” გადავიდა. ინგლისური გრანდის მაისურით არგენტინელმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 4 გატანილი გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები