გვარდიოლა მოხიბლულია:
Aa
Aa

გვარდიოლა მოხიბლულია: "ევროპაში არცერთ გუნდს არ შეუძლია თამაშის ასე დაგეგმვა"

"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ, პრესასთან საუბრისას დაასახელა გუნდი, რომლის თამაშითაც მოხიბლულია და მათთან დაპირისპირებას მოუთმენლად ელის.

"უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში საშუალება მქონდა, რომ "ნაპოლის" მატჩებისთვის მეყურებინა. მე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ევროპაში არცერთ გუნდს არ შეუძლია თამაშის ასე დაგეგმვა. პეპე რეინადან შეტევის წამოწყება და ბურთის ფორვარდებამდე მიტანა - ისინი უბრალოდ ბრწყინვალედ მოქმედებენ. მოუთმენლად ველი ჩვენს დაპირისპირებას ჩემპიონთა ლიგაზე. იმედი მაქვს, რომ ის ფორმა, რომელიც სანაკრებო პაუზებმადე გვქონდა არ დაგვიკარგავს".

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "მანჩესტერ სიტი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. F ჯგუფბს "ქალაქელები" 6 ქულით ლიდერობენ. ნეაპოლელები კი 3 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები