Aa
Aa

"რეალს" პულიშიჩის დამატება სურს - მსუყე წინადადება "დორტმუნდს"

მადრიდის "რეალმა" ბოლო წლებში სატრანსფერო პოლიტიკა საგრძნობლად შეცვალა.

სამეფო კლუბი ძირითად აქცენტს ახალგაზრდა მოთამაშეებზე აკეთებს. ასენსიო, ისკო, ვასკესი, სებალიოსი, მაიორალი - ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებსაც "რეალი" სამომავლოდ დაეყრდნობა.

ფლორენტინო პერესს მხოლოდ ესპანელი ახალგაზრდები არ აინტერესებს. მადრიდელთა პრეზიდენტს სურს, რომ "დორტმუნდის" ამერიკელი ტალანტი კრისტიან პულიშიჩი თავის გუნდში იხილოს.

"რეალი" მზადაა, რომ 19 წლის ვინგერის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. პულიშიჩს გერმანულ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2020 წელს ეწურება. მადრიდელებს კი მისი ხელში ჩაგდება სეზონის დასრულების შემდეგ სურთ.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან პულიშიჩი "დორტმუნდში" 2016 წლიდან აპსარეზობს. მის ანგარიშზე 65 მატჩში 10 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები