„რეალი“ კასილასისთვის გამოსამშვიდობებელი ცერემონიის გამართვას გეგმავს
Aa
Aa

„რეალი“ კასილასისთვის გამოსამშვიდობებელი ცერემონიის გამართვას გეგმავს

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა, იკერ კასილასისთვის „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ოფიციალური გამოსამშვიდობებელი ცერემონიის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „Marca“ ავრცელებს. „სამეფო გუნდში“ სურთ, რომ ცერემონიას „რეალის“ ერთგული გულშემატკივრები, პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, კასილასის მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნონ.

„ჩვენ არ გვსურს, რომ იკერს დავემშვიდობოთ, ჩვენ გვინდა რომ მას ვუთხრათ - დროებით! რადგან მადრიდის „რეალის“ კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება“ - განაცხადა ესპანური გრანდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ კასილასი „პორტუში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. თუმცა ბოლო ხანებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიური გრანდის გულშემატკივართა უმეტესობას, საკუთარ გუნდში იკერ კასილასის ხილვა არ სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები