Aa
Aa

"ბეილს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ..." - რატომ იმტვრევა უელსელი ხშირად?

ლეგენდარული უელსელი ფეხბურთელი ჯონ ტოშაკი გარეთ ბეილზე საუბრობს და მისი ხშირი ტრავმიანობის მიზეზად საკმაოდ უცნაურ ვერსიას ასახელებს.

"ბეილს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ფეხებში ძალიან ხშირად ხვდება. ის ყოველთვის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა. მისთვის საპირისპირო ფრთა უცხოა. არასდროს მინახავს, რომ პაოლო მალდინის, ან რობერტო კარლოსი მარჯვენა ფლანგზე. იქნებ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ ტრავმიანობს გარეთი ამდენს. როცა, ფეხბურთელი მატჩების 30%-ს ტოვებს, ამან შესაძლოა საკმაოდ ცუდი შედეგები გამოიწვიოს და მის კარიერას ზიანი მიადგეს."

შეგახსენებთ, რომ ბეილმა "რეალში" 4 წლიანი ასპარეზობის პერიოდში ტრავმა 21-ჯერ მიიღო. აქ არ იგულისხმება მცირე დაზიანებები, რომლის გამოც უელსელმა ფეხბურთელმა მხოლოდ რამდენიმე დღე გამოტოვა. სტატისტიკურად, ის ყოველ მე-3 ან მე-4 შეხვედრას ტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები