„რეალმა“ ისკოს თაობაზე „ჩელსის“ 28 მილიონიანი წინადადება დაბლოკა
Aa
Aa

„რეალმა“ ისკოს თაობაზე „ჩელსის“ 28 მილიონიანი წინადადება დაბლოკა

„Mirror“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველით, ისკოს შეძენით არის დაინტერესებული.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, „არისტოკრატებმა“ „სამეფო კლუბს“ ახალგაზრდა ესპანელის სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა „რეალის“ ხელმძღვანელობამ ისკოს გაშვება არ ისურვა.

როგორც ესპანური გამოცემა „AS“ იუწყება, მადრიდის „რეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი, ისკოზე დიდ იმედებს ამყარებს და მისი გაშვების წინააღმდეგია. მადრიდელებმა „ჩელსის“ წინადადება სავარაუდოდ, სწორედ რაფაელ ბენიტესის თხოვნით დაბლოკეს. ჟოზე მოურინიოს კი ისკო, ოსკარის შემცვლელად სურს, რომელიც შესაძლოა ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები