ვიეტო
Aa
Aa

ვიეტო "ატლეტიკოში" ითამაშებს

„ვილიარეალის“ ახალგაზრდა არგენტინელი თავდამსხმელი ლუსიანო ვიეტო, კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად მადრიდული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

21 წლის არგენტინელმა „როხიბლანკოსთან“ 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, „ვილიარეალმა“ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მიიღო. შეგახსენებთ, რომ ვიეტოს შეძენა, დიეგო სიმეონეს დაჟინებული მოთხოვნა იყო.

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ, სადებიუტო სეზონში, ლუსიანო ვიეტომ 29 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო. აქედან ერთი „ვისენტე კალდერონზე“ „ატლეტიკოს“ გაუტანა, რითიც საშინაო მატჩებში „როხიბლანკოს“ დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები