რობენმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
Aa
Aa

რობენმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

არიენ რობენმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

მან ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ გასვლის შემდეგ მიიღო და მცირე კომენტარიც გააკეთა.

„ეს ჩემთვის იოლი გადასაწყვეტი არ ყოფილა, თუმცა უკვე 33 წლის ვარ და სჯობს ფოკუსირება კლუბზე მოვახდინო“.

„ნარინჯრისფერთა“ რიგებში რობენის დებიუტი 2003 წლის აპრილში შედგა. მან ნაკრების მაისურით 96 შეხვედა ჩაატარა და 37 გოლთან ერთად 29 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები