Aa
Aa

"იუვენტუსმა" სიმონე ძაძა დაიმატა

ტურინის „იუვენტუსის“ ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გუნდმა „სასუოლოდან“ 24 წლის თავდამსხმელი, სიმონე ძაძა დაიმატა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების ნახევარი ტურინულ კლუბს ეკუთვნოდა. დანარჩენი 50 პროცენტის გამოსყიდვა კი, „ბიანკონერის“ 18 მილიონი ევრო დაუჯდა, რომელსაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში გადაიხდის. თავად ძაძა, ტურინში 2020 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

„კლუბმა „სასუოლოდან” თავდამსხმელ სიმონე ძაძას სატრანსფერო უფლებები სრულად 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა .” - წერია "იუვენტუსის" ოფიციალურ ვებგვერდზე.

სიმონე ძაძა “სასუოლოში” 2013 წლიდან ასპარეზობდა. გასულ სეზონში მან სერია A-ში 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში კი 5 მატჩში თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები