როგორია დელე ალის გუნდი FIFA 18-ში? ინგლისელის ტოპ 11 და ვინ არის მწვრთნელი?
Aa
Aa

როგორია დელე ალის გუნდი FIFA 18-ში? ინგლისელის ტოპ 11 და ვინ არის მწვრთნელი?

ლონდონის ტოტენჰემის ინგლისელი შემტევი დელე ალი, იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება , ვინც FIFA 18-ს საკმაოდ ხშირად თამაშობს.

21 წლის ფეხბურთელმა, დღეს ქომაგებს თავისი გუნდის შემადგენლობა აჩვენა. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს, თუ ვინ არის ალის გუნდში და ვის აქვს ყველაზე მაღალი მონაცემები.

დელე ალის რჩეული 11-ეული ასე გამოიყურება: მანუელ ნოიერი, მარსელო, სერხიო რამოსი, ჯერომ ბოატენგი, კაილ უოკერი, არტურო ვიდალი, ლუკა მოდრიჩი, ლეო მესი, დელე ალი, კრიშტიანო რონალდუ და ჰარი კეინი. მთავარი მწვრთნელი კი როგორც მოსალოდნელი იყო მაურისიო პოჩეტინო გახლავთ. 

საინტერესოა, რომ ალის გუნდში ყველაზე მაღალი მონაცემები (99), მხოლოდ მას აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები