„მილანმა“ იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერში შესაძლოა ჰაჩიმ მასტური ჩართოს
Aa
Aa

„მილანმა“ იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერში შესაძლოა ჰაჩიმ მასტური ჩართოს

როგორც ცნობილი იტალიელი საფეხბურთო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური საიტი იტყობინება, „მილანმა“ ზლატან იბრაჰიმოვიჩს შესაძენად, შესაძლოა „პარი სენ ჟერმენს“ ჰაჩიმ მასტური შესთავაზოს. 16 წლის მაროკოელ ტალანტს, „როსონერის“ პირველ გუნდში ჯერ არცერთი თამაში არ ჩაუტარებია, თუმცა ის შესაძლოა „მილანს“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებაში დაეხმაროს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2010, 2012 წლებში ასპარეზობდა და კლუბთან ერთად იტალიის ჩემპიონატის მოგება მოახერხა. რაც შეეხება მასტურს, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები