ჰაინკესი დაბრუნდა:
Aa
Aa

ჰაინკესი დაბრუნდა: "ჩვენ მალევე მოვახერხებთ, რომ ჩვეულ დონეს დავუბრუნდეთ"

მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანელი სპეციალისტი იუპ ჰაინკესი, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა.

72 წლის ჰაინკესმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"მე "ბაიერნთან" ვალში ვარ. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ამ გუნდმა დიდი როლი ითამაშა და სწორედ ამიტომ, უფლება არ მქონდა, რომ მიუნხენელები ასეთ რთულ მომენტში უარით გამესტუმრებინა. ამ წუთისთვის "ბაიერნი" თავის თავს არ ჰგავს. მაგრამ, ჩვენ მალევე მოვახერხებთ, რომ ჩვეულ დონეს დავუბრუნდეთ. მე მაქვს ეფექტური გეგმა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. მთავარია, რომ ფეხბურთელებმა თავიანთი ძალების ირწმუნონ. გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს და მოვიდა დრო, რომ ეს ვაჩვენოთ. რაც შეეხება ჩემს ასაკს, ეს პრობლემებს არ შემიქმნის. ფიზიკურადაც და მორალურადაც მზად ვარ, რომ მუშაობას შევუდგე."

აქვე გეტყვით, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა გერმანელი სპეციალისტის თხოვნით გუნდში თავისი ძველი ასისტენტი პიტერ ჰერმანი დააბრუნეს, რომელიც ამ სეზონში დიუსელდორფის "ფორტუნაში" მუშაობდა. მიუნხენელებს ამ სურვილის შესრულება 1.75 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები