Aa
Aa

"ბარსელონა", თუ ისევ პრემიერლიგა? მარსიალი "მანჩესტერის" დატოვებასთან ახლოსაა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ფორვარდი ენტონი მარსიალი კლუბის დატოვებასთან ახლოსაა.

21 წლის ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა ძალიან მცირე აქვს, რაც მის გეგმებში არ შედის.

მარსიალს მსურველები მრავლად ჰყავს. მის მიმართ, განსაკუთრებით ორი გრანდი აქტიურობს - "არსენალი" და "ბარსელონა".

ლონდონელებსაც და კატალონიელებსაც შეტევაში ახალი სახეები ესაჭიროებათ და "იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდი მათთვის იდეალური ვარიანტია.

"მეთოფეებს", რომ მალე ალექსის სანჩესი დატოვებს, ეს თავად არსენ ვენგერმაც კარგად იცის. Mirror-ის ცნობით, ლონდონელები უკვე მისი შემცვლელის ძიებაში არიან. ფრანგი მოთამაშეებისადმი ვენგერის შეხედულება, მგონი ყველასათვის ცნობილია.

რაც შეეხება "ბარსას", კატალონიელები ჯერ კიდევ ნეიმარის შემცვლელის ძიებაში არიან. მართალია, მათ უკვე შეიძინეს უსმან დემბელე, მაგრამ ის ბრაზილიელის პოზიციაზე არ თამაშობს.

დემბელემ მარჯვენა ფლანგი დაიკავა და ამით მესის ნახევარდაცვაში გადასვლის საშუალება მისცა. მარცხენა ფლანგზე კი შეტევებს მხოლოდ ხორდი ალბა შლის.

ერნესტო ვალვერდემ, ხელმძღვანელობას მინიმუმ ერთი ნახევარმცველისა და ერთი ფორვარდის დამატება მოსთხოვა.

კატალონიურმა MD-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანა" ენტონი მარსიალის გადმობირებით ინტერესდება.

იქედან გამომდინარე, რომ "იუნაიტედს" შეტევაში რომელუ ლუკაკუ და მარკუს რაშფორდი ჰყავს, მარსიალის ძირითადში მოხვედრის შანსები საკმაოდ დაბალია. როგორც მოგეხსენებათ, "წითელი ეშმაკები" დრის მერტენსისა და ანტუან გრიზმანის დამატების ვარიანტებსაც განიხილავენ, ეს ფაქტი კი მარსიალის "ოლდ ტრაფორდიდან" აბარგებას საკმაოდ რეალურს ხდის.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს "იუნაიტედმა" მარსიალი 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ "მონაკოდან" შეიძინა. ფრანგი ფორვარდის ანგარიშზე 62 შეხვედრაში 18 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები