Aa
Aa

"...რონალდუ საფეხბურთო აზროვნებით სხვა დონეზეა"

ლეგენდარული ჰოლანდიელი მეკარე ედვინ ვან დერ სარი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამბებს იხსენებს და კონკრეტულად კრიშტიანუ რონალდუსა და უეინ რუნის ადარებს.

„მოედანზე ორივე განუზომლად დიდ სამუშაოს ასრულებს, თუმცა რონალდუ საფეხბურთო აზროვნებით სხვა დონეზეა.

მოედანს მიღმა რონალდუ ფიზიკურ ფორმასა და ტექნიკურ ასპექტებზე ყოველდღიურად მუშაობს“.

შეგახსენებთ, რომ ედვინ ვან დერ სარი „წითელ ეშმაკებში“ 2005-11 წლებში თამაშობდა. იგი ამჟამად ამსტერდამის „აიაქსის“ აღმასრულებელი დირექტორია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები