Aa
Aa

კეინის პირველი კომენტარი - ინგლისელი "რეალში" გადასვლაზე თანახმაა?

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა, რომ ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინი გადმოიბიროს და ამისთვის 200 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

დღეს კი The Sun-მა ჰარი კეინის პირველი კომენტარი გაავრცელა, სადაც იგი "რეალში" შესაძლო გადასვლაზე საუბრობს.

"ვერაფერს დაგიდასტურებთ და ვერც ვერაფერს ვუარვყოფ. ვფიქრობ, რომ ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. ხანდახან ისეთი რამეები ხდება, რაც შენ არ გსურს, მაგრამ ვერაფერს ახერხებ. ასე, რომ წინასწარ ვერაფერს გამოვრიცხავ. ამ ეტაპზე, ჩემი აწმყო მაკმაყოფილებს და ბენდიერი ვარ. თუმცა, ვნახოთ რა მოხდება შემდეგში. ჯერჯერობით ფოკუსირებული მხოლოდ ამ სეზონზე ვარ".

როგორც ხედავთ, ინგლისელი ფორვარდი "რეალში" გადასვლას არ გამორიცხავს. "ტოტენჰემსა" და "რეალს" ტრანსფერების მხრივ კარგი ურთიერთობა აქვთ. ლუკა მოდრიჩი და გარეტ ბეილი, სამეფო კლუბს სწორედ "დეზების" რიგებიდან შეუერთდნენ.

კილიან მბაპესთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, პერესს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ სათადარიგო გეგმა სისრულეში მოიყვანოს. კეინის "რეალში" გადაბარგების ალბათობა ძალიან დიდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები