ალონსო არ გამორიცხავს, რომ ჯერარდმა
Aa
Aa

ალონსო არ გამორიცხავს, რომ ჯერარდმა "ლივერპული" ჩაიბაროს

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთლი ჩაბი ალონსო სტივენ ჯერარდის შესახებ საუბრობს, რომელთან ერთადაც „ლივერპულში“ წლების მანძილზე თამაშობდა.

„სტივენთან კარიერის ადრეულ ეტაპზევე დავმეგობრდი და მისი ბევრი თვისების შესახებ ვიცი. ვფიქრობ, რომ მას ყველანაირი რესურსი აქვს, რათა დიდი მწვრთნელი გახდეს და ერთ დღეს „ლივერპულიც“ ჩაიბაროს.

შეიძლება დიდი ფეხბურთელი იყო, თუმცა დიდი მწვრთნელობა აბსოლუტურად სხვა ამოცანების შესრულებას მოითხოვს და განსხვავებული სპეციფიკით ხასიათდება“.

ჩაბი ალონსო „ლივერპულის“ მაისურით 2004-09 წლებში თამაშობდა. მან კარიერა გასული სეზონის ბოლოს დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები