მოსალოდნელი ტრანსფერი: პასტორე
Aa
Aa

მოსალოდნელი ტრანსფერი: პასტორე "პსჟ"-ს ტოვებს და პრემიერლიგაში მიდის

ნეიმარისა და მბაპეს ყიდვის შემდეგ, "პსჟ"-ს რიგებს, რომ რამდენიმე მოთამაშე დატოვებს, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია.

პარიზელები ფეხბურთელთა გაყიდვას ზამთრიდანვე დაიწყებენ და როგორც ჩანს, პირველი მათგანი ხავიერ პასტორე იქნება.

Gol Digital-ის ცნობით, 28 წლის არგენტინელი გამთამაშებლის შეძენით პრემიერლიგის გრანდები, "ჩელსი" და "ლივერპული" ინტერესდებიან.

"არისტოკრატებიც" და "მერსისაიდელებიც" მზად არიან, რომ პარიზელებს 26 მილიონი ფუნტი გადაუხადონ.

საქმე იქითკენ მიდის, რომ გარიგება უნდა შედგეს და იანვარში პასტორე პრემიერლიგაში გადაბარგდება.

არგენტინელს "პსჟ"-ში სულ უფრო მცირე სათამაშო დროს უთმობენ. თუ, რამხელა კონკურენციაა უნაი ემერის გუნდში, ეს ყველას კარგად მოეხსენება.

შეგახსენებთ, რომ პასტორე პარიზელთა ღირსებას 2011 წლიდან იცავს და 165 მატჩში მის ანგარიშზე 27 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები