ახალი რეკორდი ინგლისში და პრემიერლიგის ყველაზე სწრაფების ტოპ 10
Aa
Aa

ახალი რეკორდი ინგლისში და პრემიერლიგის ყველაზე სწრაფების ტოპ 10

თანამედროვე ფეხბურთში, მოთამაშეებს სტატისტიკოსები ფაქტიურად ყველა მონაცემს უთვლიან. 

ქომაგებისთვის ყოველთვის საინტერესოა, თუ ვინ არის ყველაზე სწრაფი მოთამაშე.

ამჯერად, თქვენს ყურადღებას პრემიერლიგაზე შევაჩერებთ, რომლის ყველაზე სწრაფი მოთამაშე "მანჩესტერ სიტის" გერმანელი ლეგიონერი ლეროი სანე გახდა.

21 წლის ვინგერმა, პრემიერლიგის გასულ ტურში "ჩელსის" წინააღმდეგ შეხვედრაში, რომელიც "ქალაქელებმა" 1-0 მოიგეს, 35,48 კილომეტრ საათი სიჩქარე 22,05 წამში განავითარა და ჯეიმი ვარდის ყველა დროის რეკორდი დაამხო.

აქვე, გთავაზობთ პრემიერლიგის 10 ყველაზე სწრაფ მოთამაშეს წლევანდელ სეზონში:

 

10) სადიო მანე (ლივერპული) - 34.84 კმს

9) კურტ ზუმა (ჩელსი) - 34.94 კმს

8) ჯეიმი ვარდი (ლესტერი) - 35.09 კმს

7) ლორენ კოშელნი (არსენალი) - 35.11 კმს

6) კიკო ფემენია (უოტფორდი) - 35.12 კმს

5) ოლივერ ბურკი (ვესტ ბრომვიჩი) - 35.13 კმს

4) კაილ უოკერი (სიტი) - 35.16 კმს

3) ანტონიო რუდიგერი (ჩელსი) - 35.19 კმს

2) პატრიკ ვან აანჰოლტი (კრისტალ პალასი) - 35.42 კმს

1) ლეროი სანე (სიტი) - 35.48 კმს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები