დი მარიამ შესაძლოა „პრემიერლიგის“ სტარტი გამოტოვოს
Aa
Aa

დი მარიამ შესაძლოა „პრემიერლიგის“ სტარტი გამოტოვოს

არგენტინის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევმა ანხელ დი მარიამ, შესაძლოა ტრავმის გამო 2015/16 წლის სეზონის „პრემიერლიგის“ რამდენიმე სასტარტო შეხვედრა გამოტოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას „AS“ ავრცელებს. დი მარიამ დაზიანება „კოპა ამერიკის“ ფინალურ მატჩში მიიღო და მოედანი მატჩის 28-ე წუთზე დატოვა.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, არგენტინელი ფეხბურთელის რეაბილიტაციას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დი მარია „პრემიერლიგის“ პირველი ტურის შეხვედრაში, რომელსაც „მანჩესტერი“ „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამართავს, საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები