პერესი მზადაა 200 მილიონი გადაიხადოს! ვისი შეძენა სურს
Aa
Aa

პერესი მზადაა 200 მილიონი გადაიხადოს! ვისი შეძენა სურს "რეალს"?

ბოლო წლებში, სატრანსფერო ბაზარზე "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ" გააქტიურდნენ. ამჯერად, ასპარეზს ძველი და გამოცდილი მოთამაშე უბრუნდება. მადრიდის "რეალი" მზადაა ზაფხულში სუპერტრანსფერი განახორციელოს.

ზინედინ ზიდანის მთავარი პრობლემა თავდასხმის ხაზია, სადაც ცენტრფორვარდის პოზიციას გაძლიერება ესაჭიროება. კარიმ ბენზემა ხშირად იმტვრევა და ისეთი შედეგიანი ვეღარ არის. რონალდუს კი შეტევაში სტაბილური მეწყვილე სჭირდება, რომელიც ზონებს შეავსებს და პორტუგალიელს საქმეს გაუმარტივებს.

90min-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზად არის, რომ ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდის ჰარი კეინის სანაცვლოდ 177 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. სუბარია დაახლოებით 200 მილიონ ევროზე.

კეინს, რომ "დეზების" რიგებში დიდხანს არავინ გააჩერებს, ეს ისედაც ნათელია. ზაფხულიდან მასზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდება. "რეალს" დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს, რათა ინგლისელი ვარსკვლავი ხელში ჩაიგდოს.

წლევანდელი სეზონი კეინმა საკმაოდ შედეგიანად დაიწყო. პრემიერლიგის საწყის 7 ტურში, მის ანგარიშზე 6 გოლია. ჩემპიონთა ლიგაზე კი ორი ტურის შემდეგ, 24 წლის ფორვარდმა მეტოქეთა კარი უკვე 5-ჯერ აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები