Aa
Aa

"ჩელსი" მორატას დიდი ხნით კარგავს

პრემიერლიგის გასული ტურის ცენტრალურ მატჩში, სადაც "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და 0-1 დამარცხდა, ლონდონელებმა 3 ქულის გარდა ალვარო მორატაც დაკარგეს.

ესპანელი ფორვარდი ტრავმის გამო 35-ე წუთზე შეცვალეს. დღეს კი Skysports-ი ავრცელებს ინფორმაციას, რის თანახმადაც მორატა მუხლქვეშა მყესების დაზიანების გამო, მინიმუმ 6 კვირას გამოტოვებს.

"არისტოკრატები" რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ანტონიო კონტე მიჩი ბაჩუაის იმედად რჩება. "ჩელსის", მორატას გარეშე შემდეგი მატჩების ჩატარება მოუწევს: "კრისტალ პალასთან" გასვლა, "უოტფორდთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" შინ, "ბორნუმთთან" გასვლა და ჩემპიონთა ლიგაზე ორი მატჩი "რომას" წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა "ლურჯებს" 70 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. ამ სეზონში, მის ანგარიშზე 10 მატჩში 7 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები