The Independent: მოურინიო დარწმუნებულია, რომ ოზილი
Aa
Aa

The Independent: მოურინიო დარწმუნებულია, რომ ოზილი "მანჩესტერში" ითამაშებს

უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ მესუთ ოზილი ლონდონის "არსენალში" თავის ბოლო სეზონს ატარებს.

The Independent-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ გერმანელი ნახევარმცველი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.

ტრანსფერი პირად კონტროლზე თავად ჟოზე მოურინიოს ჰყავს აყვანილი. პორტუგალიელი დარწმუნებულია, რომ მესუთი "ოლდ ტრაფორდზე" იასპარეზებს.

"წითელ ეშმაკებს" ტრანსფერის ზაფხულში განხორციელება სურთ, რადგან ამ დროისთვის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი იქნება. თავის მხრივ, "არსენალი" ოზილთან დაკავშირებით იანვარში რამდენიმე წინადადების განხილვას აპირებს.

გერმანელით აქტიურადაა დაინტერესებული მილანის "ინტერი", რომელსაც შეთანხმების მიღწევა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები